კახა ბექაური: 2012-1017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები ჯამში 25 658 525 ლარით გაიზარდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის მიერ ჩატარებული სარეკლამო ბაზრის ანალიზის შედეგები მედიას და საზოგადოებას წარუდგინა.

“ბაზრის ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ 2012-1017 წლების მონაცემებით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სარეკლამო შემოსავლები 25 658 525 ლარით არის გაზრდილი. 2012 წელს ტელევიზიების შემოსავლებმა 63,355,996 ლარი შეადგინა 2017 წელს კი სარეკლამო შემოსავლები 89 014 521 ლარამდეა გაზრდილი.

2017 წელს ორმა მსხვილმა მედია ჰოლდინგმა და ჰოლდინგში შემავალმა ექვსმა არხმა რადიკალურად შეცვალა მისი სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელი, რამაც სარეკლამო ბაზარზე შემოსავლების გადანაწილება მნიშვნელოვნად შეცვალა. შემოსავლები ბაზარზე არაბუნებრივად გადანაწილა. აღნიშნული გარიგების შედეგად თუ წინა წლებში სარეკლამო სააგენტოების მომსახურეობის განაკვეთი 5-7-მდე მერყეობდა 2017 წელს სარეკლამო სააგენტოებში წინა წლებთან შედარებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლის დამატებით 20% დარჩა, რაც თანხობრივად 15 მილიონ ლარს შეადგენს. ამ გარემოების გამო, 2017 წელს ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემები, რომელიც კომპანიებმა კომისიაში წარმოადგინეს აჩვენებდა სურათს, რომ თითქოსდა 2017 წელს შემოსავლები 2016 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე სარეკლამო ბაზრის შემოსავლებიდან 15 მილიონი ლარი მათ შემოსავლებში არ აისახა, შესაბამისად 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები არ თუ შემცირდა არამედ 3 მილიონით გაიზარდა”, – განაცხადა ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები