ხვალ, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით შეჩერდება

კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმიურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც, საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები