რატომ გადაუხადა ბურჭულაძემ ქველმოქმედებისთვის შეწირული 100 ათასი სააკაშვილის ხელისუფლებას

პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას” საქმიანობასთან დაკავშირებით ვახო კომახიძემ ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „ქველმოქმედების ანაბანა „მსოფლიო ბანისთვის“ ჩაატარა.

სტუდიის მიერ გავცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ დიდუბის მეტროსთან კომერციულ სივრცეში მდებარე შენობა, რომლის საბაზრო ფასი დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარია, ფონდ „იავნანას“ 2006 წელს სიმბოლურ ფასად, ათას დოლარად საქველმოქმედო საქმიანობისთვის გადაეცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი სამ დღეში ქველმოქმედების ვალდებულების მოხსნის სანაცვლოდ, ბურჭულაძის ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეწირული თანხიდან 100 ათასი დოლარი გადაუხადა.

„ბურჭულაძეს არანირი საქველმოქმედო ინიციატივა ამ შენობაში არ განუხორციელებია. 2012 წლის არჩევნების წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბურჭულაძეს შენობის გაყიდვის უფლება მისცა. ამ უფლების გამოსასყიდად კი, ფონდმა 100 ათასი დოლარი გადაიხადა. ფონდის მესვეურებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ შენობის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ისევ 100%-ით ქველმოქმედებას მოახმარენ. მაგრამ შესაწირი ყუთებიდან ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისთვის ხურდა ფულით შეგროვებული 100 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის,რომ შენობას ქველმოქმედების ვალდებულება გაუქმებოდა და რომ ბურჭულაძის ყოველგვარი ვალდებულებითი ტვირთის გარეშე მისი გაყიდვის უფლება მიეღო – ქველმოქმედების პროფანაციაა“-აღნიშნულია ფილმში.

მასში ნათქვამია, რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს დაარსებული ფონდის „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტები მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მშვენიერი და წარმატებული მმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეკორაციად იქცა: „მოგვიანებით გამოქვეყნებული აუდიტორული დასკვნებით გაირკვა, რომ ფონდი „იავნანა“ ამ კონცერტებიდან ბევრად ნაკლებ შემოწირულობებს იღებდა ვიდრე იგი ამ კონცერტების ორგანიზებაში ხარჯავდა, რაც ფაქტობრივად ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად ყულაბებში შეგროვილი ფულით ფინანსდებოდა. 2017 წლის სექტემბერში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ შემოწირულობების არამიზნობრივი ხარჯვის საეჭვო ფაქტებზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სანქტ-პეტერბურგიდან დაკითხვაზე ჩამოსულმა ბურჭულაძემ კი, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ფონდის შემოსავლის 100% ქველმოქმედებას ხმარდებოდა“

სიუჟეტში ხაზგასმულია ფონდის მიერ შეძენილი ძვირდაღირებულ ავტომობილზე, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ემსახურება და რომლის სანომრე სერია IA-001-VN-ია -, „არც ერთი საქველმოქმედო პაკეტის ღირებულება, რაც ფონდს ქონდა გამოყენებული ამ ავტომანქანის ღირებულებას ახლოსაც ვერ უახლოვდება“.

„საბუღალტრო მონაცემებით კი ირკვევა, რომ ფონდიდან ბურჭულაძის მეუღლემ ანჟელა ვასილენკომ, იმაზე ბევრად მეტი ხელფასი მიიღო, ვიდრე ფონდი მრავალშვილიანი ოჯახების ბინების შეძენაში იყენებდა. უფრო მეტიც, პაატა ბურჭულაძე მშობლიურ ქალაქ თბილისში, სადაც საკუთრებაში მას რამდენიმე ბინა აქვს, ფონდის ფულით ფეშენებელურ სასტუმროებს ქირაობდა, რაშიც 40 ათასი ლარი დაიხარჯა. ასეთი იყო ბურჭულაძის ქველმოქმედების და პირადი კეთილდღეობის სტანდარტები“,-ნათქვამია სიუჟეტში.

ამავე ფილმიდან ირკვევა, რომ „2006 წლის 7 ივლისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ფონდ „იავნანას“ სიმბოლურ თანხად ათას დოლარად საკუთრებაში გადასცა 4 004 ათას კვ/ მ შენობა და მასზე დამაგრებული 3891კვ/მ მიწის ფართობი. შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, ქონება დატვირთული იყო სამიდღეშიო ვალდებულებით, რომ იგი უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით. ეს შენობა წარსულში „მაუდის“ კომბინატს ეკუთვნოდა. მასში თვითნებურად შესახლებული ფაბრიკის რამდენიმე უმწეო თანამშრომელი ცხოვრობდა. ამ შენობაში „იავნანას“ არაფერი შეუცვლია, მისთვის საქველმოქმედო ფუნქციის შესამატებლად. შემობის დიდი ნაწილი მოუვლელობისგან ნადგურდება და იქმნება შტაბეჭდილება, რომ შენობის შენარჩუნებისთვის არავინ ზრუნავს. შენობის უმწეო მობინადრეები აცხადებენ, რომ ბურჭულაძე მათ შეხვდა და გაუმჟღავნა, რომ შენობის გაყიდვას აპირებდა, რის შემდეგაც მათ საბინაო პირობებით დააკმაყოფილებდა. ბურჭულაძის ეს დაპირებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, რადგან საქველმოქმედო ვალდებულებების ტვირთი შენობის გაყიდვით კომერციული ლავირების შესაძლებლობას არ ტოვებდა. თუმცა სააკაშვილის მმართველობის ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე პოლიტიკური მხარდამჭერების მობილიზების პერიოდში, 2012 წლის 20 ივლისს ცვლილება შევიდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ფონდ „იავნანას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებიდან გაქრა სამისდღეშიო ვალდებულება შენობის მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით გამოყენებაზე და ეს ვადა 10 წლამდე შემცირდა, რომლის საფუძველზეც 2016 წელს შენობას და ბურჭულაძეს ქველმოქმედების ვალდებულება მოეხსნა. გაყიდვის უფლების მიღების შემდეგ ფონდის წარმომადგენლები კვლავ შეხვდნენ უმწეო მობინადრეებს“.

„შემოგვთავაზეს რაიონებში გიყიდითო და ნაკვეთსაც მოგცემთო. მე ვუთხარი, ნაკვეთის დამუშავება ვიღას შეუძლია, 64 წლის ქალი ვარ, ქვეყნის წამლები მჭირდება. ნაკვეთის დამუშავება ამ ასაკში შეიძლება?!,“- განაცხადა კომბინატის ერთ-ერთმა მობინადრემ.

„დიდუბის მეტროსთან კომერციულ სივრცეში მდებარე შენობის საბაზრო ფასი დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარია. ფონდ „იავნანას“ ეს შენობა 2006 წელს სომბოლურ ფასად, ათას დოლარად გადაეცა საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ბურჭულაძეს არანირი საქველმოქმედო ინიციატივა ამ შენობაში არ განუხორციელებია. არჩევნების წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბურჭულაძეს შენობის გაყიდვის უფლება მისცა. ამ უფლების გამოსასყიდად კი, ფონდმა 100 ათასი დოლარი გადაიხადა. ფონდის მესვეურებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ შენობის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ისევ 100%-ით ქველმოქმედებას მოახმარენ. მაგრამ შესაწირი ყუთებიდან ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისთვის ხურდა ფულით შეგროვებული 100 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ შენობას ქველმოქმედების ვალდებულება გაუქმებოდა და რომ ბურჭულაძის ყოველგვარი ვალდებულებითი ტვირთის გარეშე მისი გაყიდვის უფლება მიეღო – ქველმოქმედების პროფანაციაა. არ არის მდიდარი ფანტაზია იმის წარმოსაჩენად, რა ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი ასეთი ქონების მონელება და არც იმის წარმოდგენაა რთული, თუ რა პროპორციებით შეიძლება დაიხარჯოს ამ შენობიდან მიღებული თანხა ფონდის ბენეფიციარების საჭიროებებსა და ბურჭულაძის გარემოცვის კეთილდღეობაზე“, – აღნიშნულია ფილმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები