ვინ არის თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონა

თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონა 20 წლის ანა ნაცვლიშვილია. როგორც “კვირამ” გაარკვია, იგი ოჯახით თემქის დასახლებაში ცხოვრობდა. ანა ოჯახის უფროსი შვილი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, იპოვეს. შს სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, გოგონას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები