ლევან კალანდაძე მოგების გადასახადის რეფორმაზე: ეს ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესებს და ზოგადად სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს არის მორგებული

მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ინიცატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესებს და ზოგადად სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს არის მორგებული,-აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას კალანდაძემ აღნიშნა, აღნიშნული საკითხის სწორად გამოტანას დიდი ვაჟკაცობა უნდოდა, რასაც ფინანსთა მინისტრმა თავი წარმატებით გაართვა.

“ეს არის ყველაზე მნიშნელოვანი. თავისთავად ის რომ ესტონური მოდელი კარგი მოდელია , ეს გამოჩნდა სტატისტიკით. 2017 წლის განმავლობაში ორგანიზაციებმა ვინც ესტონური მოდელის დაბეგვრის რეჟიმი გამოიყენა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ზრდა, იმის ნიშანი, რომ კონცეპტუალურად ეს მოდელი სწორია.

ბუნებრივია ამას მომავალში გაგრძელება სჭირდება, მაგრამ ყოველთვის სადაო იყო საბანკო სფეროსთან ამ მოდელის მისადაგების თემა. მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდევაც რომ ფინანსთა მინისტრმა შეძლო ამ საკითხის გამოტანა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი დაპირისპირების საგანი.

ძალიან დიდი სითამამე სჭირდებოდა. ხელისუფებისთვის და კონკრეტულად ბახტაძისთვის ძალიან ძნელი გასატანი იქნებოდა ეს საკითხი.ბახტაძის შესაქებად შემიძლია ვთქვა, მან აიღო ეს პასუხისმგებლობა . იყო სერიოზული დაპირისპირება და ბახტაძეს ეყო ვაჟკაცობა, რომ სწორად დაეყენებინა ეს საკითხი. რაც მთავარია სახელმწიფოებრივად სწორად დაეყენებინა და მეორე არამარტო დაეყენებინა არამედ გაეტანა.
ამ შემთხვევაში მომწონს ის, რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესებს და ზოგადად სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესს არის მორგებული. ბახტაძე არ ეპუება გარკვეულ წინააღმდეგობებს და მას შეუძლია თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს, გარკეულწილად რეფორმატორული და რევოლუციურიც. თუ ბახტაძე ასე გააგრძელებს ბიზნესს გარემოს გაუმჯობესებაზე, ბიზნეს ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე, საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციის პროცესის გაგრძელებაზე, პოლიტიკას, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მოდელი შეიძლება საქართველოში ჩამოყალიბდეს,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა
მოგების გადასახადის რეფორმას ეხებოდა.

მოგების გადასახადის რეფორმას.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე საფინანსო სექტორთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ვადა გადავწიოთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საფინანსო სექტორისთვის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ საფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ექნება, რომ იმ მიმართულებითაც თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები