ექსპერტი ლევან კალანდაძე ფინანსთა მინისტრის ინიციატივას პრაგმატულად აფასებს

ისეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ კომერციული ორგანიზაციები არ არიან, მაგრამ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობის მიცემა ვფიქრობ სწორი გადაწყეტილებაა, – ასე შეაფასა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

როგორც კალანდაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ამ ორგანიზაციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ექსპერტი მინისტრის ინიციატივას პრაგმატულ გადაწყვეტილებად აფასებს.
„რეინვესტირების სიახლეები, რომლებიც შარშან შევიდა ძალაში ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო. სტატისტიკური თვალსაზრისითაც გარკვეული კარგი შედეგები მოყვა და ბუნებრივია ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ კომერციული ორგანიზაციები არ არიან, მაგრამ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მათ შორის, სსიპები და საქველმოქმედო ორგანიზაციები, ანუ საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის სჭირდებათ ეკონომიკური მიზნების განხორციელება, ამ ორგანიზაციებისთვის რეინვესტირების უფლების მიცემა ანუ ამოღებული თანხების ისევ ეკონომიკაში დაბანდება და საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობის მიცემა, ვფიქრობ სწორი აქცენტი და სწორი გადაწყეტილებაა.
თავისთავად ეს გადაწყვეტილება თავად ამ ორგანიზაციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამ თვალსაზრისით ეს არის საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილებაა,-აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ეხება, რომელზეც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.
“პირველი ინიციატივა – ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები