მამუკა ყირიმელი: ე.წ. კიროვის ქარხანაში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

“ერისთავის ქუჩაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საწყობი იწვოდა, რომელიც ე.წ. ღია ტიპისაა”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა ყირიმელმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
„ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ლამინატის საწყობში გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები