გიორგი აბაშიშვილი: კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ

“კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც რაღაც მომენტში საამაყოა, რომ გარკვეულ მომენტში გაერთიანება შეუძლიათ”,-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ ვეტო აუცილებლად უნდა დაძლეულიყო.

„ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოსდა ბრძოლის ველზე მიდოდნენ. ისინი გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ ერთმანეთს, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ვინაიდან ვეტო გიორგი მარგველაშვილმა დაადო, მის წინააღმდეგ საჭირო იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება. კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც რაღაც მომენტში საამაყოა, რომ გარკვეულ მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, უმრავლესობას მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდის. როგორც ყოველთვის, უმრავლესობის მხრიდან არის მნიშვნელოვანი არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო. პრეზიდენტი, სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე, არავის არასოდეს არ გარიგებია და არ გაურიგდება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები