ირაკლი კობახიძე ნინო ჯანგირაშვილზე: ქალბატონ ნინოს ეწყინა ტყუილში რომ ვამხილე

კანონი პარლამენტს მიღებული აქვს, არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ, სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ჯანგირაშვილის საპასუხოდ, კომენტარი გააკეთა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე აქამდე არგუმენტები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე. კანონი პარლამენტს მიღებული აქვს, არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ, სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ აქ თქვენი არგუმენტებია საჭირო. ქალბატონ ნინოს ეწყინა ტყუილში რომ ვამხილე. ქალბატონი ნინო ჯანგირაშვილი წინა შეხვედრაზე ამბობდა, რომ მან რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2 მილიონის მიცემას. არა მარტო გაჩუმდა, არამედ მხარი დაუჭირა და ახლა გვიმტკიცებს, რომ თუ 2 მილიონს დავუმატებთ კიდევ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს ყოფილა კატასტროფა და ეს თურმე არ შეიძლება. აქ არის სადმე ლოგიკა?!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები