აშშ-ში, ნარკოტიკული საშუალება „LSD”, ექსტაზი, მარიხუანა და ბავშვების პორნოგრაფიული ფოტოები სასულიერო პირის სახლიდან ამოიღეს

„idahostatesman.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამართალდამცველებმა აიდაჰოს შტატში, ყოფილი სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლიდან, ნარკოტიკული საშუალებები, „LSD”, ექსტაზი, მარიხუანა და ასევე ბავშვების პორნოგრაფიული ფოტოები ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სასულიერო პირი, რომელიც 72 წლისაა, 14 სხვადასხვა დანაშაულშია ბრალდებული.
დანაშაულთა უმრავლესობა, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების გავრცელებას ეხება.
როგორც პოლიციელები აცხადებენ, ყოფილი სასულიერო პირის პერსონალური კომპიუტერის შემოწმების შემდეგ, პორნოგრაფიული ფოტოები და ელექტრონული მიმოწერა ამოიღეს, სადაც ყოფილი სასულიერო პირი „ბავშვთ მიმართ სექსუალურ ინტერესზე“ საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები