არგენტინაში 10 ტონამდე მარიხუანა ამოიღეს

არგენტინის ეროვნულმა ჟანდარმერიამ თითქმის ათი ტონა მარიხუანა ამოიღო. ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია მისიონესში ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 20 მილიონზე მეტია. არგენტინული მედიის ინფორმაციით, მარიხუანა სატვირთო ავტომანქანაში იყო მოთავსებული. პოლიციამ სამი ნარკომოვაჭრეც დააკავა.
„ეს ნარკობანდა მარიხუანის მარაგებს ავსებდა და ვიცოდით, რომ ტრანსპორტირებას აპირებდნენ, ამიტომაც იყიდეს სატვირთო მანქანა სან-ლუისში“-განაცხადა ბრაზილიის უსაფრთხოების მინისტრმა პატრისია ბულრიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები