კადიროვმა პუტინს უსურვა, სიცოცხლის ბოლომდე მართოს რუსეთი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინს სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის მართვა უსურვა და ასევე მადლობა გადაუხადა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩეჩნეთისთვის გააკეთა. შესაბამისი პოსტი, მან სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ განათავსა.
„ჩვენს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს ვუსურვებ მრავალ წელს, რათა მან სიცოცხლის ბოლომდე მართოს სახელმწიფო. ჩვენ კი ყოველთვის ერთგულად ვემსახურებით მას და გადავწყვეტთ ყველა დასახულ მიზანს უმაღლეს დონეზე!“-დაწერა კადიროვმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ პუტინის მხარდაჭერის წყალობით, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ბოლომდე გაანადგურა ტერორიზმი და შეძლო ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემის მოგვარება. კადიროვის თქმით, რესპუბლიკა აყვავებულია, მოსახლეობისთვის კი შექმნილია ყველა პირობა, რათა იმუშავონ, ისწავლონ, დაისვენონ და თვითრეალიზაცია მოახდინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები