კიევის სასამართლოსთან პოლიციელი დაჭრეს

კიევში, სასამართლოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კიევის საქალაქო სასამართლოში, ამჟამად, ოდესის ყოფილი მერის გენადი ტრუხანოვისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ.
კიევის სასამართლოსთან იმყოფებოდნენ რადიკალური ორგანიზაციების მხარდამჭერები და სამართალდამცველები. კიევის პოლიცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: „სოლომენსკის რაიონულ სასამართლოსთან მილიციელი დაჭრეს. ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მილიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცი, რომელმაც ესროლა, გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. შეტაკებების გამო, სასამართლოს შენობაში პოლიციის და ნაც გვარდიის გაძლიერებული შემადგენლობა იმყოფება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.“
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, მერი და მისი მოადგილე არიან ფიგურანტები საქმისა „ქონების ხელში ჩაგდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად“ და მათ 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები