ლიბიისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაღუპულები

 ლიბიისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა, რომელშიც მიგრანტები ისხდნენ, გადატრიალდა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი, 124-ს მიაღწია. ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, „aljazeera.com“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 35 ადამიანი მძიმედ დაშვდა, ისინი უმოკლეს დროში, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში 300-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. ლიბია ბოლო წლების განმავლობაში, ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის, მთავარი სატრანზიტო პუნქტი გახდა, საიდანაც მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში შეღწევას ცდილობენ. „მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, გასულ წელს 120 000-მდე მიგრანტმა, ევროპაში შეღწევა, ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთშუა ზღვის გავლით შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები