გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა.
როგორც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი, გეწაძე საკუთარი სურვილის საფუძველზე გათავისუფლდა.
„გეწაძე გია უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, საკუთარი სურვილის საფუძველზე გათავისუფლდეს“,-ნათქვამია განკარგულებაში.
გია გეწაძე აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები