ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მილიარდობით დოლარს გამოყოფს

„dailysabah.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერაყს, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ფინანსურად დაეხმარება.
ქუვეითში გამართულ „საერთაშორისო დონორების“ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერაყს ფინანსურად დაეხმარებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხა 25 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბაღდადში განაცხადეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 90 მილიარდ დოლარამდეა საჭირო.
ერაყის დასახმარებლად, თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა და როგორც პრემიერ-მინისტრმა მევლუთ ჩავაშოღლუმ განაცხადა, ერაყის დასახმარებლად თურქეთი 5 მილიარდ დოლარს, უპროცენტო სესხის სახით გამოყოფს.
საუდის არაბეთი მზადაა, ერაყში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, ასევე ერაყის ექსპორტის მხარდასაჭერად, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენად მზადყოფნა ყატარმაც გამოთქვა, რომელიც სესხისა და ინვესტიციის სახით, 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
შეგახსენებთ, რომ ერაყი სამი წლის განმავლობაში „Daesh”-ის ტერორისტებს ებრძოდა, რის შედეგადაც, საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები განადგურდა, მილიონობით ადამიანი კი, გადაასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები