აშშ-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობაში შესვლას, უცნობი მამაკაცი უკანონოდ ცდილობდა

აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან ინციდენტი მოხდა. როგორც „BBC” აცხადებს, უცნობი მამაკაცი, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი არ ჰქონდა, ავტომობილით შენობის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა, შენობასთან განლაგებულ სპეციალურ ბარიკადებს შეეჯახა, შედეგად კი, 3 ადამიანი დაშავდა. ინციდენტთან დაკავშირებით, სამართლდამცველებმა 3 პირი დააკავეს.
„FBI”-ის სპეციალური აგენტის გორდონ ჯონსონის განცხადებით, დაშავებულები ვაშინგტონში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. გორდონმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტს, ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ერთ-ერთი საავტომობილო კომპანიიდან იყო დაქირავებული.
სამართლდამცველები ინციდენტის მიზეზს არ ასახელებენ.
პოლიციამ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები