ნიდერლანდების საელჩოში თეთრი ფხვნილით კონვერტი გაგზავნეს

მოსკოვში, ჰოლანდიის საელჩოში თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი მიიღეს. კონვერტი დიპლომატიური მისიის სამდივნომ მიიღო. სპეციალისტები მის შემადგენლობას იკვლევენ.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში მსგავსი გზავნილები მიიღეს ვესტმინსტერის სასახლეში, სადაც ბრიტანეთის პარლამენტია განთავსებული და ასევე, ბარაკ ობამას ოფისში, ვაშინგტონში. უცხოური მედიის ინფორმაციით, კონვერტში საბავშვო დამატენიანებელი ფხვნილი იყო.
წარსულში ანალოგიური გზავნილები მიიღეს ჟულიან ასანჟმა და აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები