დონალდ ტრამპსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, შედეგად, ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აშშ და იაპონია, ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას გააძლიერებენ.
დონალდ ტრამპმა და იაპონის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ, სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში წამოიწყებენ, თუ კიმ ჩენ ინი ბირთვულ პროგრამაზე უარს განაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები