ზაურ კალანდიას რომანის – „ძეგლი ყველასთვის“ წარდგენა გაიმართება

16 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“, ზაურ კალანდიას რომანის – „ძეგლი ყველასთვის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცმლობა „ინტელექტიდან“ აცნობეს, ზაურ კალანდიას რომანი – „ძეგლი ყველასათვის“ საქართველოს უახლესი, ტრაგიკული წარსულის დღეებს აცოცხლებს – ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, სამოქალაქო და აფხაზეთის ომამდე.
„რომანის მთავარი გმირი – ჭიჭე – თავისი პოსტმოდერნული შინაარსით, გამომუშავებული რეფლექსიით, ცინიზმით, თავის ამბავს მეტა ტექსტებით ყვება. ეს მეტატექსტები თვითგანკითხვაცაა და თვითგააზრებაც, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს საზოგადოებას – ამ მრავალწლიან დრამატულ და ტრაგიკულ დინამიკაში.
ექსპრესიით, დაძაბული მუხტით გადმოცემული გმირის შინაგანი მონოლოგი, წარსულის ვეებერთელა რეტროსპექტივაში, ყველაზე მკაფიოდ, მაინც ერთ აქცენტს გამოკვეთს – ძეგლი, რომელსაც ვაგებდით და ვამსხვრევდით, ჩვენივე თავში აქვავებს ადამიანობის ყველაზე ფაქიზ ნიუანსებს, ისე, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა ოდინდელი კერპის ბედისწერა თავადაც
გავიზიაროთ… ამას კი, პიროვნული ტრაგედია ჰქვია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები