100 წელი საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან: ისტორიული მნიშვნელობა და თანამედროვე გამოძახილი“ – საჯარო დისკუსია გაიმართება

20 თებერვალს, 19:00 საათზე, ,,კავკასიურ სახლში“ საჯარო დისკუსია – „100 წელი საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან: ისტორიული მნიშვნელობა და თანამედროვე გამოძახილი“, – გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2018 წელი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეა.
„საბჭოთა პერიოდში ისტორიის გაყალბების, ასევე ამ პირობებში თაობათა ცვლის ფონზე, დღეს მოქალაქეებს დიდად არ ესმით 1918 წელს მსოფლიოს ისტორიაში პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისა და მისი სამწლიანი არსებობის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. რა შეგვიძლია, დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკის პრეცედენტისაგან, რა პასუხისმგებლობები და სტიმულები შეიძლება გვქონდეს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან რა საკითხები რჩება ჯერ ისევ გაუაზრებელი“? – აცხადებენ ორგანიზატორები.
მომხსენებლები: დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი; გრიგოლ გეგელია – პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი.
მოდერატორი: გიორგი კანაშვილი – ,,კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი.
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები