გიორგი მარგველაშვილი: ვხედავ რასაც აკეთებს სერგეენკო, ვხედავ რომ პენიტენციურ სისტემაში არ აწამებენ

ვხედავ იმას, რასაც აკეთებს სერგეენკო – არაჩვეულებრივი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სფეროში. ვხედავ, რომ პენიტენციურ სისტემაში არ აწამებენ, ბიზნესი არ იდევნება,- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არის მიმართულებები, სადაც ”ქართულმა ოცნებამ” ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.
“აღფრთოვანებული ვიყავი პირველ წელს, როდესაც მომეცა შესაძლებლობა უფასო სახელმძღვანელოები მიმეცა ბავშვებისთვის, მომეცა შესაძლებლობა უფასო ფაკულტეტები შემომეღო უმაღლესში. მე ეს შესაძლებლობა მომეცა როგორც მინიტრს. მე ვხედავდი და ვხედავ იმას, რასაც აკეთებს სერგეენკო – არაჩვეულებრივი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სფეროში. ვხედავ, რომ პენიტენციურ სისტემაში არ აწამებენ, ბიზნესი არ იდევნება, ეს ხომ ყველაფერი ის იყო, რასაც მე ვებრძოდი. როგორ არ გააკეთეს კარგი?!”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები