ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირია.
სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სკოლის ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. პარკლანდის სასწავლო დაწესებულებაში სულ 3208 მოსწავლე ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები