დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ (ვიდეო)

სოციალურ ქსელში დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი ვრცელდება.
დოდო გუგეშაშვილი გამორიცხავს, რომ მასზე და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმა ბიზნესს ან მის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ინტერვიუ რეანომობილში, ტრანსპორტირების დროსაა ჩაწერილი.
„არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი. დარწმუნებული ვარ, რომ არ არის არც ერთი ამდაგვარი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი, არც ახლანდელის, აქ არ არის,“ – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ვიდეოში, რომელსაც ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები