სამთო მომზადების სკოლაში სემინარი „მთანი მაღალნი“ ჩატარდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, იმერეთის რეგიონიდან, ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა. სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ორგანიზებით, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ორი კვირის განმავლობაში სამთო მიმართულებით და სამთო პირობებში მოქმედების სპეციფიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სემინარზე „მთანი მაღალნი“ დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა და მის მიზანს მსმენელებისთვის ბუნებრივ, სამთო პირობებში მოქმედებისთვის საჭირო წესების გაცნობა, მათი ფიზიკური და გონებრივი უნარების განვითარება, პირველადი დახმარების გაწევისა და თვითგადარჩენის ინსტიქტების გაცნობა წარმოადგენდა.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორების გარდა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ლექციები საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა წაუკითხეს. სტუმრებმა ინფორმაცია შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე, დამკვიდრებულ ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე მიიღეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებთან საუბრისა და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები