დოდო გუგეშაშვილი რეანომობილით შვილის პანაშვიდზე გადაიყვანეს

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით, იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილის ცხედარი ასვენია. ახლობლებმა დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილის შესახებ, სასულიერო პირის მეშვეობით, დღეს შეატყობინეს.
ექიმის თქმით, დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში დღეს კვლავ დააბრუნებენ, ვინაიდან მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად სტაბილურია. ის დელიკატური საკითხი და ემოციური ფონი, რაც შეიძლება დაღუპული შვილის თემის განხილვას ახლდეს, ყველა სახის ქმედება, რაღაც სახის რისკებს ბუნებრივია, უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მზად ამისთვის,“- განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები