პაკისტანში შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 სამხედრო მოკლა

პაკისტანელი სამართალდამცველების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მიმავალი სამხედროების მიმართულებით, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას „foxnews.com“ ავრცელებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. დაუზუსტებული ინფორმაციით კი, თავდასხმა  შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყოს ორგანიზებული.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, მათ ამბოხებულები შეაჩერეს, თუმცა ძალადობა დღემდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები