ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის საკითხი, პოლიტიკური კუთხით, საინტერესო არ არის

პოლიტიკური კუთხით ეს არ არის საინტერესო – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მიმართავს თუ არა ქართული მხარე ახლა უკვე პოლონეთს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით.
„რამდენჯერმე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი და იგივე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური კუთხით, ეს არ არის საინტერესო. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამით რეალურად არიან დაკავებული შესაბამისი უწყებები და ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები