„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე მედიას, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე შეხვდება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ შეხვედრის მერე გადაწყდება, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.
„მე მქონდა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორი კვირის წინ და მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედიაორგანიზაციების და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მონაწილეობით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას, დაძლევს თუ არა ვეტოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები