ირაკლი ზარქუამ თბილისის მერიაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისის მერისადმი საკრებულოს ოპოზიციის მიმართვას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ შოუების დადგმით არის დაკავებული და სურვილი აქვს, რომ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე რეფორმის პროცესში ქაოსი შეიტანოს.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ კადრების შერჩევაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულები და ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ ცნობილია.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თბილისის მერის მიერ ორი კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე პირების გაერთიანება მოხდება. რაც შეეხება მეორე შპს-ს, „ეკოსერვის ჯგუფს“, რომელიც „თბილსერვის ჯგუფს“ გამოეყო, ის ათი დიდი პარკის მოვლა-პატრონობაზე იმუშავებს და მასში ისევ ის თანამშრომლები დასაქმდებიან, ვინც აქამდე „თბილსერვის ჯგუფში“ ამ მიმართულებით მუშაობდნენ. შესაბამისად, ეს ბიუჯეტიც გაზრდასაც არ გამოიწვევს.

დღესვე ირაკლი ზარქუა თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად კახა კალაძემ ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე თბილისის მერიის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ზარქუას თქმით, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვა იყო და ამიტომ ნებისმიერ გადაცდომაზე მყისიერი რეაგირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები