ნიგერიაში, ავტოავარიის შედეგად, 22 მოსწავლე დაიღუპა

ნიგერიელი სამართლდამცველების განცხადებით, მიკროავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შედეგად, 22 მოსწავლე დაიღუპა. ინფორმაციას „premiumtimesng.com“ ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახება, დაზიანებულმა გზამ გამოიწვია, როდესაც ორივე მძღოლი გზაზე არსებული ორმოსთვის თავის არიდებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები