წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ნიკა ვაჩეიშვილს შეხვდებიან

წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ აგრძელებს საღამოების ციკლს – „საუბრები ისტორიაზე“.
15 თებერვალს, 19:00 საათზე, სტუმარი ნიკა ვაჩეიშვილი იქნება, რომელიც ატენის (ტანას) ხეობის რესურსის შესახებ ისაუბრებს.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ შეხვედრის შემდეგ გაიგებთ მეტს: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხეობის ისტორიასა და ნივთიერი კულტურის ძეგლებზე; ადამიანისა და ბუნების საუკუნოვან „თანამშრომლობაზე“; როგორ იქცა ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანსპორტო არტერია „კულტურულ ლანდშაფტად“; პროექტზე, რომელიც ტანას ხეობის ერთ პატარა ხევში ხორციელდება.

მსმენელს საშუალება ექნება, დააგემოვნოს ნიკა ვაჩეიშვილის მარნის ღვინო.

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, N17ბ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები