თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
გივი კუბლაშვილის მოვალეობის შემსრულებელი, ამ დრომდე, მისი მოადგილე ირინა ჭეიშვილია.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ კი, მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს. თბილისის მერს, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა კუბლაშვილის სამსახურიდან წასვლა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები