„ექვთიმე ღვთისკაცის“ ფილმის სეანსის შემდეგ რეზო ჩხიკვიშვილთან შეხვედრა გაიმართება

კინო “ამირანში”, 17 თებერვალს, “ექვთიმე ღვთისკაცის” 19:30-საათიანი სეანსის შემდეგ  მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილსა და მაყურებლებს შორის შეხვედრა შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა მხოლოდ ერთი დღით იქნება.
რეზო ჩხიკვიშვილმა არაჩვეულებრივად გააცოცხლა გამორჩეული ქართველი – ექვთიმე თაყაიშვილი. შეხვედრას ასევე დაესწრება ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა -პასუხი და სამახსოვრო ფოტოსესია. ფილმის IMDB რეიტინგი ამ დროისთვის არის 9.9 და რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერს შეუძლია ხმის მიცემა –www.imdb.com/title/tt6058226 .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები