“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პროკურატურას კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან აქვს”

“ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან”,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყება კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
“მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება”,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები