პროკურორი: გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა

ვინ, თუ არა გიორგი მამალაძემ, შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვებას ელოდა.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს ანგარებასთან დაკავშირებით, გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ, თუ არა გიორგი მამალაძემ, შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, – განაცხადა გუბელაძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთან, პროკურატურა მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოსგან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი – შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება, შეცვლილიყო ანგარებით მკვლელობის მომზადებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები