სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობის მომზადებისთვის, დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
პროკურატურა კი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.
სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები