ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი თედო უთურგაიძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თედო უთურგაიძე. ამ ინფორმაციას პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ავრცელებს.
თედო უთურგაიძე თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
1953–1961 წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორია. მათ შორის: “ქართული ენის ფონემატიკური სტრუქტურა”(1976), “ქართული ენის შესწავლის ისტორია”(1999), “გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში”(2002), “ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლებისა და მათი ურთიერთზემოქმედების შედეგთათვის გლობალურ სისტემაში”(2009).
იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მფლობელი,  ღირსების ორდენისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემიის ლაურეატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები