ბესელია სააკაშვილზე: ეს ამბები იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციას იაფასიან კომედიურ ჟანრს უწოდებს.
მისივე თქმით, ეს არ არის არც პოლიტიკა და არც სერიოზული ქმედება.
”მიხეილ სააკაშვილის ბოლო ამბები არის კომედიის ჟანრი. ეს არ არის პოლიტიკა, არც სერიოზული ქმედება. ეს აღარ არის არც სასაცილო. ეს არის ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალის სცენარი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები