თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

17 თებერვალს, 19:30 საათზე, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში,  თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება, რომლის პროგრამაც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებზეა აგებული.
როგორც „კვირას“ თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრიდან აცნობეს, ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოს პაატა ჭეიშვილთან ერთად შეასრულებს დ. შოსტაკოვიჩის კონცერტს N1 ფორტეპიანოს, საყვირისა და ორკესტრისთვის, ხოლო მაესტრო დავით მუქერია მაყურებელს ლ.ვ. ბეთჰოვენის მე-4 სიმფონიასა და დ. შოსტაკოვიჩის „საზეიმო უვერტიურას“ წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები