ფარნა-ბექა ჩილაშვილის მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ქართული მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება

14 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის ფარნა-ბექა ჩილაშვილის ახალი თარგმანის – „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია – არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან” – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული მოთხრობების ამ მასშტაბის კრებული თურქულ ენაზე პირველად გამოვიდა.
წიგნი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, 2017 წლის ბოლოს “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით” გამომცემლობა “კალემ კულტურის” მიერ გამოიცა.
კრებულში შევიდა ოცი ცოცხალი ქართველი მწერლის: გურამ დოჩანაშვილის (“მუსიკოსი”), გურამ ოდიშარიას (“სიზმარ-ცხადი”), თამრი ფხაკაძის (“ომი თუ მშვიდობა”), კოტე ჯანდიერის (“კონკიას ღამე”), ირაკლი ლომოურის (“ჯო(რ)ჯო”), ზურაბ ლეჟავას (“მაცივარი ლექსისა წილ”), ირაკლი სამსონაძის (“შემკრთალი ქუჩა”), მიხო მოსულიშვილის (“ზამთარმა მოიქნია კუდი”), გელა ჩქვანავას (“დარეჯან კვარაცხელიას შურისძიება”), ანა-კორძაია სამადაშვილის (“ისტორიული მეხსიერება), ინა არჩუაშვილის (“ბალბაწო”), მაკა ლდოკონენის (“ბიშას ბალიშები”), ბესო ხვედელიძის (“ჯადო”), ბექა ქურხულის (“სახლი სხვაგან”), ბელა ჩეკურიშვილის (“პინარის მძივი”), თეონა დოლენჯაშვილის (“მორჩილება”), თეა თოფურიას (“სახლი”), ლუკა ბაქანიძის (“სად ხარ, ლაზარე”), ზვიად კვარაცხელიას (“შვინდა”), ცოტნე ცხვედიანის (“ანდერგრაუნდი “) მოთხრობები.
“თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგიის” მთავარი რედაქტორია ნერმინ მოლლაოღლუ, გამოცემის რედაქტორია გიზენ ოზგუვენი , გარეკანის დიზაინერია ბურაქ კარაჯა , წიგნის დიზაინერია ადემ შენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები