მიხეილ სააკაშვილი: ვთხოვ ევროკავშირსა და ანგელა მერკელს, რამე მოიმოქმედონ

„თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან პოლონეთში გაძევების შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან გამოცემა Bild-თან საუბრისას აღნიშნა, მისი გატაცების უკან უკრაინის პრეზიდენტი დგას.
„კიევის კაფეში თავს დამესხნენ შეიარაღებული პირები, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას.
თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები