ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

ე. წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12.00 საათზე გამოცხადდება. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს.
ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ბრალდებულს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შემდგომ კი საქმის შესასწავლად ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები