გიგი უგულავა: სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს

„სააკაშვილის მხარდამჭერების რიგებში აღარ ვარ, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილი არის ქართველი, იყო საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადგილი არის საქართველოში.
„ბოლო პერიოდში ხშირად შევხვედრივარ კურიოზულ საუბრებს – უკრაინის პოლიტიკას ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ისე განიხილავს, გეგონება უკრაინა კახეთივით ერთ-ერთი გუბერნია იყოს საქართველოსი. ყველა წერტილი თავის ადგილზე უნდა დადგეს. სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, არის ქართველი, იყო საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადგილი არის საქართველოში. მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ეს პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება პოლიტიკური საქმიანობის და მერე ხალხმა გადაწყვიტოს. მე მისი მხარდამჭერების რიგებში აღარ ვარ, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს, მაგრამ მას ვუსურვებ წარმატებას და პირველ რიგში ჯანმრთელობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები