ოზურგეთის სასამართლომ, თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის, მამაკაცს 9 წელი მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  ჯ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ამავე სოფელში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. აღნიშნულით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჯ.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები