ზუგდიდში, ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს

ზუგდიდში, გამოძიებისთვის უცნობმა პირებმა ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს.
შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ბანკის ცენტრალური კარი შეამტვრია.
ბანკის თანამშრომლების განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია კამერების ჩანაწერები. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები