გიორგი კვირიკაშვილი მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“ – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები