კახა კალაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროექტების განხორციელებაში მეტი მოქალაქე იყოს ჩართული

დედაქალაქის მერიის მიზანია, საზოგადოებრივი კამპანიების განხორციელების პროცესში საჯარო უწყებები, კერძო სექტორი, საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა ჩაერთოს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გვაქვს სურვილი, დედაქალაქში არსებული რეალობა შევცვალოთ, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ. ის, რაც კეთდება, საზოგადოებისთვისაა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროექტების განხორციელებაში მეტი მოქალაქე იყოს ჩართული. მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა თანამშრომლობის მხრივ. ერთად გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი და ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ.
დედაქალაქის მერიის მიზანია, საზოგადოებრივი კამპანიების განხორციელების პროცესში საჯარო უწყებები, კერძო სექტორი, საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა ჩაერთოს“, –განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო და საკომუნიკაციო სააგენტოებთან შეხვედრა შეეხებოდა გრძელვადიან კამპანიას – სახელწოდებით #გაუფრთხილდიქალაქს, რომელიც ქალაქის მოფრთხილებასა და ზრუნვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები