გია ვოლსკი: თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს

თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია, სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის გუშინდელი დღეა.

“მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება. თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია, სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს. ჯერ-ჯერობით ვერც პერსპექტივაში ვხედავ, რამდენად იქნება მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები