გორში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

გორში, სტალინის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია “ბუმი” დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს, მაღაზიაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები, როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები